შენობაში არსებული ზონირებული სივრცე მორგებულია როგორც თითოეული მაცხოვრებლის პირად, ასევე საერთო მოთხოვნილებებზე. აღნიშნულ სივრცეში სტუმრებისთვისაც კი შეიქმნილია ყველა ის კომფორტი, რაც ადამიანს საკუთარი სახლის შეგრძნებას გაუჩენს. თუმცა ამავდროულად „საოჯახო“ და „სასტუმრო“ სივრცეები ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელია, კიბის უჯრედის გარდა მათ არ გააჩნიათ ურთიერთკვეთის წერტილი და სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისგან.